მართეთ თქვენი ვებსაიტი მარტივად cPanel ჰოსტინგის გამოყენებით
სანდო ჰოსტინგი იმ მართვის პანელით, რომელსაც თქვენი დეველოპერი უკვე კარგად იცნობს. ფაილები, მონაცემთა ბაზები, ელფოსტა და სარეზერვო ასლები — ყველაფერი ერთ სივრცეში, სწრაფ და მუდმივად განახლებულ სერვერებზე.
ბიზნეს საიტებისთვის, ბლოგებისა და ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებსაც საიმედო და უწყვეტი მუშაობა სჭირდება
რა შესაძლებლობებს მიიღებთ მართვის პანელში
ერთი დაფა იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, ოთხი ცალკეული ინსტრუმენტი სჭირდება.
ფაილები და მონაცემთა ბაზები
ატვირთეთ და შეცვალეთ ფაილები, ასევე შექმენით და მართეთ მონაცემთა ბაზები ერთ სივრცეში.
ელ. ფოსტის ანგარიშები
თქვენს დომენზე დაბოლოებული მეილი, გადამისამართების შესაძლებლობით და მარტივი კონფიგურაციით ტელეფონებსა და კომპიუტერებზე.
ინსტალაცია ერთი კლიკით
WordPress, Joomla, Magento და სხვა პოპულარული აპლიკაციების დაინსტალირება რამდენიმე კლიკით.
სარეზერვო ასლები
ყოველდღიური სარეზერვო ასლები ავტომატურად ინახება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ხელითაც შექმნათ სარეზერვო ასლი, მაგალითად, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებამდე.
უსაფრთხოება
SSL მხარდაჭერა, სპამის ფილტრაცია და უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რომელსაც ჩვენს ყველა სერვერზე ვიყენებთ.
გამოყენება და სტატისტიკა
ტრაფიკის, საცავისა და რესურსების გამოყენების მონაცემები რეალურ დროში — რომ ზუსტად იცოდეთ, როდის არის დრო უფრო მაღალ ტარიფზე გადასასვლელად.
ონლაინ რეჟიმში გადასვლა
სამი ნაბიჯი ანგარიშის გახსნიდან რეალურ ვებსაიტამდე.
აირჩიეთ გეგმა
აირჩიეთ საიტთან შესაბამისი გეგმა და გვითხარით, რომელ დომენზე უნდა იმუშავოს მან.
ინსტალაცია ან ტრანსფერი
დააინსტალირეთ აპლიკაცია რამდენიმე კლიკით ან გადმოიტანეთ არსებული ვებსაიტი თქვენი ამჟამინდელი ჰოსტინგიდან ჩვენთან.
გაუშვით ვებ-საიტი
მიუთითეთ დომენი სერვერზე, ჩართეთ SSL და თქვენი ვებსაიტი მზად იქნება მუშაობისთვის.
ნებისმიერ გეგმაზე
- cPanel წვდომა თქვენივე ავტორიზაციის მონაცემებით
- ყოველდღიური სარეზერვო ასლები
- სტატისტიკა რეალურ დროში
- შეცვალეთ გეგმა, როცა დაგჭირდებათ
სატარიფო გეგმა
სატარიფო გეგმა განსხვავდება საცავის, ტრაფიკისა და მართული საიტების რაოდენობის მიხედვით. მიმდინარე ფასების ნახვა შეგიძლიათ კონსოლში მანამ, სანამ თანხის გადახდას დაიწყებთ.
კითხვები
დიახ. გადმოიტანეთ თქვენი ფაილები და მონაცემთა ბაზა, ან გვკითხეთ და ჩვენ დაგეხმარებით გადატანაში. პანელი სტანდარტული cPanel-ია, ამიტომ საიტების უმეტესობა გადადის ცვლილებების გარეშე.
დიახ, შექმენით თქვენს დომენზე დაბოლოებული მეილები პანელიდან, გადამისამართებით და Outlook-ის, Gmail-ის და ტელეფონების სტანდარტული პარამეტრებით.
საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ გეგმა კონსოლიდან. პანელში გამოყენების სტატისტიკა აჩვენებს, როდის უახლოვდებით ლიმიტს.
დიახ, რამდენიმე კლიკით, Joomla-სთან, Magento-სთან და სხვა პოპულარულ აპლიკაციებთან ერთად.
განათავსეთ თქვენი საიტი ჰოსტინგზე, რომელიც მუდმივად აქტიურია
აირჩიეთ გეგმა, დააინსტალირეთ თქვენი აპლიკაცია და გაუშვით ვებსაიტი დღესვე.